ახალი ამბები

კომიტეტი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს განიხილავს

29 აპრილი, 2014 • • 914
კომიტეტი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს განიხილავს

კომიტეტის სხდომას დეპუტატების გარდა სასულირო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომის პარალელურად პარლამეტნის შენობასთან აღნიშნული კანონპროექტის მიღეგბის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც სხვადასხვა რაიონებიდან სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად ჩამოჰყავთ. 

 

საპარლამენტო ურმავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ტიპის საფრთხეები, რაზეც საპატრიარქო საუბრობს, გაზვიადებულია:

 

“იყო შემოთავაზება, რომ არ იყოს დისკრიმინაციის ჩამონათვალი. ვითარება ისეთია, ზუსტად რომ უნდა ჩაიწეროს, რაც შეიძლება დეტალური ჩანაწერი უნდა იყოს დისკრიმინაციის ფორმებზე. არ მინდა თვალი დავხუჭოთ რაიმეზე, არ მინდა იგულისხმებოდეს ძალადობა, მინდა იმ ქვეყანაში ვცხოვრობდე, რომელშიც ნებისმიერი დისკრიმინაცია აკრძალულია. ამ კანონში საფრთხეებს ვერ ვხედავ. საფრთხეები არსებობს ზუსტად იქ, სადაც ჩნდება ამ ტიპის მოთხოვნები, შიშები.

 

თვითმმართველობის კანონპროექტის მიღების დროსაც იყო საუბარი რაღაც საფრთხეებზე. ცხოვრება აჩვენებს, მოკლევადიან პერსპექტივაში რაც ჩანს და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ასეთ საფრთხეებზე საუბარი მინიმუმ გაზვიადებულია. არ ვფიქრობ, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, პირიქით. საკმაოდ ბევრი იმუშავა პარლამენტმა იმისათვის, რომ საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაეცნო პოზიციები.”

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი