ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში, 2016 წელს ამოღებული ჩანაწერების შესახებ ქართულ მხარეს ბრიტანეთისთვის არ უცნობებია. ამის შესახებ ინფორმაციას OC Media ბრიტანეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სარის[ინგლისის ერთ-ერთი საგრაფო] პოლიციას აღნიშნულ მოვლენებზე საქართველოს ოფიციალური პირები არ დაკონტაქტებიან, თუმცა [სამომავლოდ] მივესალმებით მათი მხრიდან ამ ინფორმაციის გაზიარებას”, – უთხრა გამოცემას ბრიტანულმა მხარემ. მათი თქმით, ცნობა ბოლო მოვლენების შესახებ მედიიდან შეიტყვეს.
საპასუხოდ OC Media-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ მკვლელობის მომზადების სცენარი და უშუალოდ სიკვდილი ერთმანეთთან დაკავშირებული არაა.
“ეს ორი სრულიად განსხვავებული საქმეა. ესაა საქმე მკვლელობის მომზადების შესახებ, რომელშიც ოთხი პირია ეჭვმიტანილი”, – აცხადებენ უწყებაში.
პატარკაციშვილის საქმეზე 2016 წელს ამოღებული ჩანაწერებით 3 პირს ახლა წარუდგინეს ბრალი