ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ მურღულია დაინიშნა

28 აპრილი, 2014 • • 3500
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ მურღულია დაინიშნა

თემურ მურღულია პროფესიით ეკონომისტია. მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაში წავიდა და თავისი პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” ჩამოაყალიბა, თემურ მურღულია იყო აღნიშნული მოძრაობის მთავარი საბჭოს წევრი.


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებული სახელისუფლებო ცვლილელების შემდეგ იგი მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციაზე.

თეიმურაზ მურღულია
თეიმურაზ მურღულია

 

რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი დავით ნარმანია და ასევე ყოფილი მოადგილე შოთა მურღულია თბილისისა და ქუთაისის მერობისთვის იბრძოლებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

 

ახალ მინისტრს, ელგუჯა ხოკრიშვილს კი ოთხი მოადგილე ჰყავს, ესენი არიან: თენგიზ შერგელაშვილი, გიორგი ამაშუკელი, გიორგი სოლომონია და თეიმურაზ მურღულია. მანამდე თეიმურაზ მურღულია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი