ახალი ამბები

აფეთქებას ქერჩში 18 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა

17 ოქტომბერი, 2018 • 1683
აფეთქებას ქერჩში 18 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში, ტექნიკურ კოლეჯში აფეთქება მოხდა. როგორც BBC იუწყება, აფეთქების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით კი დაშავდა.

ყირიმში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

უკრაინული UNIANI ამბობს, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულების რიცხვი 50-ს აღწევს.

INTERFAX რუსულ საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება “გაურკვეველი ტიპის” მექანიზმმა გამოიწვია.

რუსული გამოცემა RIA წერს, რომ გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს. ამავე გამოცემის მიხედვით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან.

ინფორმაცია განახლდება

გარეკანი ფოტო: Kerch Fm

მასალების გადაბეჭდვის წესი