ახალი ამბები

ალექსანდრე ფარულავა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

25 აპრილი, 2014 •
ალექსანდრე ფარულავა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ფარულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარება “იმედის” საქმეს უკავშირდება.

“ფარულავა დაკითხვაზე იმედის“ ყოფილი იურისტის გიგა გიორგაძის სასამართლოზე მიცემული ჩვენების შემდეგ დაიბარეს. გიორგაძემ სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ფარულავას “ტელეიმედში” საქმინობის დროს სარედაქციო პოლიტიკაში წინა ხელიუფლების წარმომადგენლები ერეოდნენ. მსგავსი ჩვენება გიორგაძეს ადრეც აქვს მიცემული, თუმცა ამ საკითხზე ძიებას ფარულავა ამ დრომდე არ დაუკითხავს” – ამბობს ბექა ბასილაია. 


ადვიკატის განცხადებით, “იმედთან” დაკავშირებით საქმე სასამართლოშია წარმართული:”ალექსანდრე ფარულავა არის დაცვის მხარის მოწმე. დღეს მისი პროკურატურაში დაბარება სამართლებრივად ეს არის დაცვის მხარის მოწმეზე ზემოქმედების და ზეწოლის ერთ–ერთი ხერხი.” 


ბასილაიას განცხადებით, ალექსანდრე ფარულავა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 14 საათზე მივა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი