ახალი ამბები

ვიდეო ▶ კასპში ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა იჩხუბეს

16 ოქტომბერი, 2018 • 2550
ვიდეო ▶ კასპში ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა იჩხუბეს

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კასპში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.

ტელეკომპანიის ცნობით, ხმაური კასპში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე დასწრება ითხოვეს, ხოლო ამის უფლება საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა და ხმაური მოჰყვა.

როგორც რუსთავი 2 იუწყება, ადგილზე “ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ოპოზიცია ევროპული სტილის წინასაარჩევნო გარემოს ჩაშლასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, თავის მხრივ, კონტრბრალდებებით გამოდის ნაციონალური მოძრაობა. რუსთავი 2-ის ცნობით, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნუგზარ ნონიაშვილი აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა ადგილზე დაქირავებული პროვოკატორები დაახვედრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი