საქართველო უნდა იდგეს იქ, სადაც უკრაინელი ხალხი დგას – უსუფაშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის აზრით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში საქართველო უნდა იდგეს იქ, სადაც უკრაინელი ხალხი და მართლმადიდებელი სამყაროს დემოკრატიული ნაწილი დგას.

უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ეკლესიის პრეროგატივაა, თუმცა პროცესებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

“ეს არის საეკლესიო თემები და გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებულ ვითარებაში ამ ტიპის საკითხებმა და მოვლენებმა ძალიან სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. ჩვენ თავად გვაქვს ვითარება, როდესაც რუსეთის ეკლესია არცთუ მთლად სწორად და ქართული ეკლესიის პატივისცემით ერევა საქმეებში, რომელიც მის იურისდიქციაში არ შედის. უკრაინაში კიდევ უფრო რთულად იყო საქმე. ამიტომ პოლიტიკური თვალსაზრისით, მე მგონია, რომ საქართველო ამ საკითხებშიც დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად უნდა იყოს და არ უნდა აღმოჩნდეს რუსეთის სწორედაც რომ პოლიტიკური პოზიციების მხარდამჭერი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დავით უსუფაშვილმა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატების მოსაზრებებ, ასევე, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას იმსახურებს – დავით ბაქრაძე

რაც უფრო მეტი ეკლესია ჩაეხსნება რუსეთის ეკლესიას, მით უკეთესი – ჯაფარიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.