ახალი ამბები

იემენს “ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი” მასობრივი შიმშილი ემუქრება — გაერო

15 ოქტომბერი, 2018 • 2067
იემენს “ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი” მასობრივი შიმშილი ემუქრება — გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში, იემენს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მასობრივი შიმშილი ემუქრება.

გაერო მოუწოდებს სამხედრო კოალიციას საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, შეწყვიტონ საჰაერო თავდასხმები, რაც სამოქალაქო პირებს კლავს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყანა მომდევნო სამ თვეში, შესაძლოა, მასობრივმა შიმშილმა მოიცვას — დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი შიმშილის რისკის ზღვარზეა.

იემენის სამოქალაქო ომი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც აჯანყებულმა ჰუსიტებმა, რომლებსაც ირანი უმაგრებს ზურგს, დაიკავეს იემენის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის, დედაქალაქი სანაა.

საუდის არაბეთი, — რომელსაც თავის მხრივ აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი უმაგრებს ზურგს, — საჰაერო თავდასხმებითა და ბლოკადით უჭერს მხარს იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას.

სულ ცოტა, 10 000 ადამიანია მკვდარი კონფლიქტის შედეგად, მილიონობით ადამიანია იძულებით გადაადგილებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი