ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ცნობით, იემენმა აფხაზეთს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შესთავაზა

9 ივნისი, 2022 • 1766
სოხუმის ცნობით, იემენმა აფხაზეთს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შესთავაზა

აფხაზური მხარის ცნობით, იემენმა აფხაზეთს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შესთავაზა.

“ჩვენ კვლავაც ვივლით ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარების გზით. მადლობელი ვართ იემენის დიალოგისთვის. ქვეყანაში, მოგეხსენებათ, სირთულეებია. ჩვენ გადავწყვიტეთ მოცდა, სანამ ჩამოვაყალიბებთ დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად საჭირო ბაზას”, – განაცხადა ინალ არძინბამ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა, იემენის წინადადების საპასუხოდ. წერს აფხაზური სააგენტო apsadgil.info.

ქვეყანა, რომელიც იტანჯება – დაუსრულებელი ომი იემენში

2021 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ბაგრატ ხუტაბა შეხვდა იემენის ჰუსიტური მთავრობის ელჩს სირიაში აბდულა ალი საბრის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაშინდელი განცხადებით, სირიაში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩის, ბაგრატ ხუტაბას შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან არის საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია.

სოხუმის ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში უცხოელ დიპლომატებს ხვდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი