ახალი ამბები

დაიწვა ავტომობილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ნივთები გადაჰქონდა

13 ოქტომბერი, 2018 • 3464
დაიწვა ავტომობილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ნივთები გადაჰქონდა

სალომე ზურაბიშვილის შტაბის ცნობით, დაიწვა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა. შტაბის ცნობით, შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოხდა, რომლის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

“სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა საქართველოს ფოსტის ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით. სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ – სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ნეტგაზეთი” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც ნატახტართან ახლოს ავტომობილის დაწვის ფაქტი დაადასტურეს. უწყების ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში სამი ეკიპაჟი მონაწილეობდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი