ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილს ცესკოში რეგისტრაცია გაუუქმეს

22 აპრილი, 2014 •
ირაკლი ოქრუაშვილს ცესკოში რეგისტრაცია გაუუქმეს

ამ გადაწყვეტილებით ცესკომ დააკმაყოფილა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის და “სახალხო პარტიის” საჩივარი, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ გორის საარჩვენო კომისიამ ოქრუაშვილი საარჩევნო სუბიექტად არასწორად დაარეგისტრირა, რადგან იგი საარჩევნო კოდექსის იმ მუხლს (მუხლი 167ე) არ აკმაყოფილებს, რომლის მიხედვითაც კანდიდატი ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში.

 

ცესკოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ოქრუაშვილს სასამართლოში ერთი დღის ვადაში შეუძლია.

 

ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი