ახალი ამბები

თბილისში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

12 ოქტომბერი, 2018 • 2164
თბილისში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 12 ოქტომბერს, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობასთან ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მოძრაობა შეფერხებული იყო დიდუბის ხიდებიდან ელიავას ბაზრობის მიმართულებით. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ავტომობილები, ასევე, საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზოლიდან ზოლში მანევრირებისას, ჯერ ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, შემდეგ კი იმავე ადგილზე გაჩერებულ ერთ ავტომობილს კიდევ ერთი მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ჯამში, 4 ავტომობილი დაზიანდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მსუბუქად დაშავდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც პროფილაქტიკური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაწყებულია გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი