ახალი ამბები

გუგული მაღრაძე: ეკლესია რაღაცნაირად უნდა დაიბეგროს

18 აპრილი, 2014 •
გუგული მაღრაძე: ეკლესია რაღაცნაირად უნდა დაიბეგროს

გუგული მაღრაძე
გუგული მაღრაძე

გუგული მაღრაძის თქმით, ევროსაბჭოშიც იყო წინადადებები, რომ იმ ეკლესიებმა, რომლებიც საბჭოთა და კომუნისტური რეჟიმის გამო დაზარალდნენ, მათ რაღაც კონპენსაცია მიიღონ:

 

“შეიძლება გამართლებული იყოს დაფინანსების ეს წესი, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია არ არის მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, მას ძირითადად სხვა ფუნქციები აქვს: ადამიანების აღზრდა, რწმენა და სხვა და სხვა, ამიტომ ამ თვალსაზრისით შეიძლება ხელი შევუწყოთ. ის, რასაც მიიღებს, მოგებით კი არ გაანაწილებს, არამედ მრევლს მოახმარს. თუმცა საბიუჯეტო სახსრების კონტროლი აქაც უნდა ხდებოდეს, თვითონ ეკლესიამაც რომ იცოდეს, სად მიდის მისი ფული, მართლა კარგად იხარჯება, თუ არა.”

 

რაც შეეხება მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიან საგადასახადო სისტემაში მოქცევას, მაღრაძე დაბეგვრის მომხრეა:

 

“იგივე სანთლები და ჯვრები, ალბათ, არ უნდა დაიბეგროს, მაგრამ თუკი ისინი ეკონომიურად მომგებიან, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, რაღაცნაირად უნდა დაიბეგროს. თუმცა ჩვენთან არსებობს სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონი, რომლის თანახმად, თუ მეწარმეობის ძირითადი მიზანი არის სოციალური პრობლემების მოგვარება, მაშინ სახელმწიფო შეიძლება წავიდეს იმაზე, რომ არ დაბეგროს, ოღონდ არა იმიტომ, რომ შენ ეს მოგება შენს შიგნით გაანაწილო, არამედ სოციალური პრობლემების მოგვარებაში. თუ ამ ფულით ეკლესია აშენებს თავშესაფრებს, იმ ფულით გაჭირვებულს ეხმარება, ან აქვს სასწავლებელი, სადაც უფასოდ სწავლობენ ღარიბები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფომ არ დაბეგროს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი