ახალი ამბები

საპატრიარქო საკრებულოს: ეკლესიებს 10 ათასი ლარი მხოლოდ ჩვენი თანხმობით გადაეცით

18 აპრილი, 2014 •
საპატრიარქო საკრებულოს: ეკლესიებს 10 ათასი ლარი მხოლოდ ჩვენი თანხმობით გადაეცით

საპატრიარქოს დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ საუბარი შედგა საკრებულოსა და საპატრიარქოს თანამშრომელთან, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება  არ ჰქონდა.

 

საპატრიარქო განმარტავს, რომ იმ ეკლესიებმა, რომლებიც აღნიშნულ თანხას მიიღებენ, მხოლოდ საქველმოქმედო მიზნით გამოიყენონ და მიმართავენ ადგილობრივი გამგეობის ხელმძღვანელებსა და თბილისის საკრებულოს, რომ ამა თუ იმ ეკლესიაზე ფულის გადარიცხვა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის წარდგენილ თხოვნას საპატრიარქოდან დამოწმებული და მოწონებული საქველმოქმედო ღონისძიებების პროექტი თანდართული ექნება. 

 

თბილისის საკრებულომ 14 აპრილს ბიუროს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალაქში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებში შეტანილი თხოვნის შემთხვევაში, გადაეცემათ 10 000 ლარი მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და სხვა მიზნებისთვის.  

საპატრიარქო
საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი