ახალი ამბები

უსუფაშვილი: უნდა შეთანხმდეს დღე, როცა ჭიკაიძე მოვა პარლამენტში

17 აპრილი, 2014 •
უსუფაშვილი: უნდა შეთანხმდეს დღე, როცა ჭიკაიძე მოვა პარლამენტში

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია ბარამიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა შს მინისტრის პარლამენტში მოსვლის საკითხი:”ჭიკაიძე უნდა მოვიდეს და თავის განცხადებებზე განმარტებები გააკეთოს”. 

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

აღნიშნულ განცხადებას დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანამდებობის პირების მოსვლა პარლამენტში უჩვეულო არ არის:

 

“ეს კარგია და სწორია. იყო დრო, როცა ეს სერიოზული თემა და დიდი მოვლენა იყო. არანაირი დიდი მოვლენა არ უნდა იყოს, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, როდესაც მთავრობის წევრი პარლამენტში ხან თავისი ინიციატივით, ხან პარლამენტის თხოვნით მობრძანდება. რა თქმა უნდა, უნდა შეთანხმდეს დღეები და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. თუ პირადად მე მომმართავთ, ბატონო გიორგი, სიამოვნებით ჩავერთვები ამ ამბავში. პარლამენტს რა უფლებაც აქვს, უნდა გამოვიყენოთ. “

 

მასალების გადაბეჭდვის წესი