7 სპეცრაზმელის საქმეში ახალაიას წამების ორგანიზებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ედებოდა ბრალი, რაშიც ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ არ ცნო. პროკურატურამ სააპელაციო სასამრთლოში სარჩელი შეიტანა.
ახალაიას გარდა, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ 7 ადამიანი: შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, შსს–ს პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ვეკუა, თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – დავით გიორგაშვილი, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი დარობერტ სუთიძე. სასამართლომ 31 ოქტომბერს ყველა მათგანის მიმართ ასევე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
პროკურორი სალომე ჯანუაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს: “ბრალდების მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საკასაციო წესით”.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის პროკურატურას ერთი თვის ვადა აქვს.
ადვიკატ დავით დეკანოიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეს სავარაუდოდ უზენაესი სასამართლო აღნიშნულ საქმეს წარმოებაში არ მიიღებს. მაგრამ თუკი მიიღო, უზენაესი სასამართლო არ დააკმაყოფილებს პროკურატურის გადაწყვეტილებას, რადგან ბრალდება დაუსაბუთებელია.
