ახალი ამბები

თაქთაქიშვილი: ჭიკაიძეს აუცილებლად მოუწევს პარლამენტში მოსვლა

17 აპრილი, 2014 •
თაქთაქიშვილი: ჭიკაიძეს აუცილებლად მოუწევს პარლამენტში მოსვლა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში ჟურნალსიტებს იტაცებენ, შს მინისტრი პარლამენტში მოსასვლელად არ იცლის, რაც სამწუხარო ფაქტია:

 

„შს მინისტრი რატომღაც საკუთარ თავზე მესამე პირში გვეუბნება, თურმე მინისტრს არ სცალია  და ვერ მოიცლის დეპუტატებთან მოსასვლელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად განსაკუთრებით იმ დროს, როცა ქვეყანაში ჟურნალისტებსაც კი იტაცებენ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები. მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება რუსეთის მხრიდან, მაგრამ საფრთხე არსებობს უკრაინის მაედნიდან მომავალი. ამ პირობებში არსებობს უამრავი კითხვები, რომელიც სწორედ მისი, როგორც მინისტრის საქმიანობას ეხება. ჩვენ გავაგრძელებთ ამის მოთხოვნას და მას აუცილებლად მოუწევს პარლამენტში მოსვლა.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ მინისტრი ჩამოვა და კითხვებს პასუხს გასცემს, თუ უმცირესობა ცირკს არ მოაწყობს:

 

„ვერ ჩამოვა დღეს, ჩამოვა მოგვიანებით, მომავალში. არ არის ეს ისეთი საკითხი, რაც დუღილის ტემპერატურის ხელოვნურად აწევად ღირდეს. სტილი და მეთოდები ვერ შეცვალა უმცირესობამ.  ჭიკაიძე არის ადამიანი პასუხისმგებლობით აღსავსე. ვფიქრობ, კარგად მუშაობს მისი უწყება და ყოველთვის მზად არის გასცეს კითხვებზე პასუხები, თუ ეს იქნება ნამდვილი შეკითხვები და ნამდვილი განხილვა, და არა ის სანახაობრივი ცირკი, რაც პროკურორის მოადგილის ყოფნის დროს მოაწყვეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი