ახალი ამბებირეკლამა

ბორჯომის დამწვარი ტყის ტერიტორიაზე, დარგვითი სამუშაოები იწყება

10 ოქტომბერი, 2018 • 2318
ბორჯომის დამწვარი ტყის ტერიტორიაზე, დარგვითი სამუშაოები იწყება

2017 წელს სტარტი აიღო სოციალურმა კამპანიამ – “აღადგინე”, რომლის თავდაპირველი მიზანი 2008 წლის ომის დროს გადამწვარი ტყის აღდგენა იყო,  დარგვით სამუშაოებს განაგრძობს.

სოციალურ კამპანიაში, როგორც ფიზიკური პირები, ასევე  250-მდე კომპანია ჩაერთო და ჯამში 48 000 ნერგის ღირებულების თანხა  შეგროვდა. მოგესხენებათ, 2017 წლის ხანძრის შემდეგ, განახლებული ტყის ძირითადი ნაწილი კვლავ დაიწვა, თუმცა კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ახალი დარგვითი სამუშაოებისთვის თანხის მობილიზება და დარგვითი სამუშაოების თავიდან წამოწყება.   მთელი შემოდგომის განმავლობაში სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.

სოციალური კამპანია „ აღადგინეში“  ჩართულ კომპანიებს , შესაძლებლობა აქვთ, თავადაც ჩაერთონ ხეების დარგვის პროცესში 13,14 და 21 ოქტომბერს 11:00 საათიდან.  “აღადგინე” მადლობას უხდის კამპანიაში ჩართულ ყველა პირს, ბორჯომის ტყის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი