ახალი ამბები

ზამთრის სეზონზე მატარებლის ბილეთები გაძვირდა და ზაფხულის ფასებს გაუთანაბრდა

10 ოქტომბერი, 2018 • 8320
ზამთრის სეზონზე მატარებლის ბილეთები გაძვირდა და ზაფხულის ფასებს გაუთანაბრდა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მატარებლით მიმოსვლის ტარიფი ზამთარში არ შეიცვლება და მგზავრებს ბილეთებში იმავე ფასის გადახდა მოუწევთ, რა ფასსაც ზაფხულის სეზონის განმავლობაში იხდინენ.

ამ დრომდე სამგზავრო მატარებლების ბილეთები ზამთრის სეზონზე ზაფხულთან შედარებით იაფი ღირდა. რკინიგზაში აღნიშნულს იმით ხსნიდნენ, რომ ზამთრის სეზონზე მგზავრებისთვის ფასდაკლება მოქმედებდა, ზაფხულში კი ბილეთები კი არ ძვირდებოდა, არამედ მათზე ფასდაკლება არ მოქმედებდა.

მაგალითისთვის, როგორც რკინიგზის პრესსამასხურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე სამგზავრო მატარებლის ბილეთების ფასი კლასების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

I კლასის, 61 ლარი [სეზონური ფასი] – 35 ლარი [არასეზონური ფასი]

II კლასი, 24 ლარი [სეზონური ფასი] – 18 ლარი [არასეზონური ფასი]

სეზონური ფასი ივლისის თვის დასაწყისიდან 15 სექტემბრამდე მოქმედებდა.

იმ შემთხვევაში კი, თუ დღეს გადაწყვეტთ ბათუმში გამგზავრებას, სხვადასხვა კლასის ბილეთების ფასი ასე გამოიყურება:

ამ გადაწყვეტილებას რკინიგზაში მგზავრთა გადაყვანის არარენტაბელურობით ხსნიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებაზე სუბსიდირება ხორციელდებოდა.

ცვლილებების ფონზე, რკინიზგის განცხადებით,  იძულებით გადაადგილებული პირებისა და სტუდენტებისთვის  50%-იანი შეღავათი  შენარჩუნდება მაგისტრალური მიმოსვლის შესაბამისი კლასის ვაგონებზე.

50%-იანი ფასდაკლება ასევე იმოქმედებს 5-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ამავე თემაზე წაიკითხეთ სტატია “ბათუმელების” არქივიდან:

სეზონზე თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი