ახალი ამბები

დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა

10 ოქტომბერი, 2018 •
დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა

გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. დეპუტატი სექტემბერში აცხადებდა, რომ მას სალომე ზურაბიშვილი კამპანიის დასაფინანსებლად სახსრები არ ჰქონდა.

“მე მის [სალომე ზურაბიშვილის] საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, – უპასუხა 10 სექტემბერს იოსებ მაკრახიძემ რადიო მოზაიკის კითხვას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა “ქართულმა ოცნებამ” სწორედ 10 სექტემბერს გამოუცხადა.

“ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა მანამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატისადმი მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს ფინანსური რესურსის მიმართვაში ამ კანდიდატის საარჩევნო ფონდში.

“სალომე ზურაბიშვილს თუ “ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, მეც დავუჭერ“, – განუცხადა მაკრახიძემ რადიო მოზიკას.

იოსებ მაკრახიძე შპს “იბოლიას” მეწილეა. ის  “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი გორში  “ქართული ოცნების”  მაჟორიტარი გახდა.

ბოლო ორ დღეში სალომე ზურაბიშვილმა 353 757 ლარის შემოწირულობა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი