ნეტგაზეთი | პარლამენტმა კომუნიკაციების მარეგულრიებელი კომისიის წევრად ვახტანგ აბაშიძე აირჩია პარლამენტმა კომუნიკაციების მარეგულრიებელი კომისიის წევრად ვახტანგ აბაშიძე აირჩია – Netgazeti
Batumelebi | RU

პარლამენტმა კომუნიკაციების მარეგულრიებელი კომისიის წევრად ვახტანგ აბაშიძე აირჩია

პარლამენტმა კომუნიკაციების მარეგულრიებელი კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატებს უყარა კენჭი. 

აღნიშნული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს  პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მხარდაჭერა სჭირდება.


კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი ხმა  ვახტანგ აბაშიძემ მოიპოვა, ის   85 ხმით 3-ის წინააღმდეგ იქნა არჩეული. შესაბამისად,  ლია მუხაშავრიას კანდიდატურა 67 ხმით 0-ის წინააღმდეგ ჩავარდა, ხოლო  ნინო კიკნაძის კანდიდატურა – 50 ხმით 0-ის წინააღმდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გივი ავალიანი