როლანდ ახალაიამ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ზეწოლის შესახებ და საპარლამენტო უმრავლესობას კრიმინალის წახალისებაში დასდო ბრალი:

 

“ჩემი უფროსი შვილი ზის ციხეში სასამართლოს გარეშე, არავის ეს არ გაინტერესებთ. თქვენი უფლებადამცველი ტელევიზიით იძახის ხოლმე, მე არ მაინტერესებს, პროკურატურა ახალაიას დაუმტკიცებს ბრალს თუ არა რამეს, ის უნდა იჯდეს ციხეში, თქვენ ამას მშვიდად უყურებთ. თქვენ პროკურატურა გამოიყვანეთ საკანონმდებლო კონტროლიდან.  დღევანდელი ხელისუფლება სასამართლოს კონტროლს ცდილობს, მაგრამ იქ სამართლიანი მოსამართლეები მაინც არიან. მინდა ევროკავშირის და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს მივმართო, მათ დიდი ფული დახარჯეს სასამართლო სისტემის რეფორმისთვის და მართლმსაჯულებისთვის და ნახონ და შეამოწმონ რა ხდება პროკურატურაში. პროკურატურაში ყაჩაღობისთვის და კორუფციისთვის გაყრილი ხალხი დაბრუნდა. ისინი ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, თქვენ ამას არ უყურებთ და ყურადღებას არ აქცევთ. პირიქით, ახალისებთ კიდევაც,”-აღნიშნა ახალაიამ.

როლანდ ახალაია
როლანდ ახალაია

 

მის განცხადებას უსუფაშვილი შემდეგნაირად გამოეხმაურა:

 

“ბატონო როლანდ, მე დედამიწის ზურგზე არავის არასდროს ვუსურვებ თქვენს მდგომარეობაში ყოფნას. მეტი კომენტარი არ მექნება ამაზე.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *