დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ ჟურნალსიტების გათავისუფლებას. უსუფაშვილი ასევე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე აქცენტირებს:

“საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული, თუმცა რამე კონკრეტულის თქმა ამ დროისთვის არ შეიძლება. ხელისუფლების განწყობა იმედიანია. მნიშვნელოვანია ის, რომ ჟურნალისტები ორმხრივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ტელეფონითაც ესაუბრნენ ახლობლებს. ურთულესი ვითარებაა მთლიანად რეგიონში და ეს ყველასგან მოითხოვს ყურადღებას და პასუხისმგებლობას. განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიებზე, სადაც პროვოკაციის განხორციელების შანსი მაღალია, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ამ დღეებში როგორც ჟურნალისტებმა, ასევე – ყველამ”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის დარღვევის ბრალდებით TV3–ის გადამღები ჯგუფი გუშინ დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.








