ახალი ამბები

დავით ნარმანიას მინისტრის პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის [ვიდეო]

14 აპრილი, 2014 • • 1674
დავით ნარმანიას მინისტრის პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის [ვიდეო]

ხოკრიშვილი ამ დრომდე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა.

 

1973 წელს დაბადებული ელგუჯა ხოკრიშვილის ბიოგრაფია ასე გამოიყურება:

 

განათლება: 2008 – ეკ. და სოც. მეცნიერებათა დოქტორი, პოტსდამის უნივერსიტეტი /გერმანია; 2004 – ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, პოტსდამის უნივერსიტეტი/გერმანია; 2002 – ეკონომიკის ბაკალავრი, პოტსდამის უნივერსიტეტი /გერმანია.

 

სამუშაო გამოცდილება: 2012 – გამგეობის თავმჯდომარე , კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი (CIESR); 2012 – ექსპერტი, ფონდი ღია საზოგადოება (OSF); 2012 – ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2011 – ექსპერტი, GOPA კონსულტინგი, გერმანია; 2011 –ექსპერტი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“; 2010-2011 – კონსულტანტი, პროგრამების და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფი, ვანკუვერი, კანადა; 2010 – 2011 – პროექტის მმართველი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი; 2009 – 2010 პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა; 2009 – 2010 – პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა; 2004 – 2008 – პროექტის მმართველი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა; 2006 – ექსპერტი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტრო, ბერლინი; 1999 – 2003 – მკვლევარი მეცნიერი, პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრა.

 

პუბლიკაციები: გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმებისა და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

 

ელგუჯა ხოკრიშვილი
ელგუჯა ხოკრიშვილი

 

დავით ნარმანია, რომელიც მინისტრის პოსტს სტოვებს, საარჩევნო კამპანიაში ერთვება. იგი თბილისის მერობის კანდიდატია “ქართული ოცნებიდან”.

 

“ჩვენ ელგუჯა ხოკრიშვილს ძალიან საპასუხისმგებლო დარგს ვაბარებთ. მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია და ვიმედოვნებ, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სამინისტროს, გახდება ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და წარმატებული მინისტრი“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრის წარდგენისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი