ახალი ამბებირეკლამა

გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ „პენმარათონი 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე

5 ოქტომბერი, 2018 • 1957
გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ  „პენმარათონი 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე

გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურს „პენმარათონი 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე.

„პენმარათონი 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე „საქართველო – საპატიო სტუმარი ქვეყნის“ პროექტის ფარგლებში და საერთაშორისო, ქართულ -გერმანულ ფორმატში ჩატარდება.

პრემიები ცალ-ცალკე გაიცემა გერმანელ და ქართველ გამარჯვებულებზე:

[checklist]

  • I პრემია – 3000
  • IIპრემია – 2000
  •  III პრემია – 1000€ –

[/checklist]

ფრანკფურტის წიგნის  ბაზრობის ტერიტორიაზე, საქართველოს – საპატიო სტუმარი ქვეყნის – პავილიონში მოეწყობა კონკურსის შედეგად შექმნილი 10 საუკეთესო ნაწარმოებისაგან  შედგენილი ორენოვანი (ქართულ-გერმანული) კრებულის პრეზენტაცია. კრებულში შესულია  მინდია არაბულის, ნინო გუგეშაშვილის, თეა თოფურიას, ირმა მალაციძის, ალეკო შუღლაძის, სარა ბერგერის, ტილო დირკესის, სიმონა ჰარმაინეკეს, ლასე კოლმაიერის, იანა ფოლკმანის მოთხრობები.

იმავე საღამოს ფრანკფურტის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში ავტორები წაიკითხავენ ფრაგმენტებს თავიანთი ნაწარმოებებიდან.

ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსი „პენმარათონი“ შვიდჯერ ჩატარდა საქართველოში. პროექტის მიზანია ლიტერატურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ახალი სახელების აღმოჩენა და მხატვრული პროზის საინტერესო ნიმუშების შექმნა ცოცხალი შეჯიბრის პროცესში. ამ კონკურსმა ხელი შეუწყო საქართველოში ლიტერატურული პროცესის განვითარებას და გამოკვეთა ახალი ტენდენციები.

პროექტის მხარდამჭერები არიან: გერმანული მხრიდან − ფრანკფურტის მედია-კამპუსი  და mojoreads.com, ქართული მხრიდან  − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სასტუმრო კომპლექსი „მაროშენი“, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია MSC, ტელეკომპანია „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, „ნეტგაზეთი“, გამომცემლობები: „სიესტა“ და „შემოქმედი ანგელოზი“.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: გამომცემლობა ,,დიოგენეს“ პიარმენეჯერი ნინო კუსრაშვილი მობ.: (+995) 93 18 66 71, ელფოსტა: pr@diogene.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი