ახალი ამბები

წულუკიანი: პარტიებმა უნდა უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა

11 აპრილი, 2014 •
წულუკიანი: პარტიებმა უნდა უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა

“თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ აღნიშნული რეკომნდაციები წელს, ორჯერ და მეტჯერ უფრო სავალდებულოა, რადგან საქმე გვაქვს უფრო მეტ კანდიდატთან. ეს არის ჩვენი დემოკატიისთვის მნიშვნელოვანი ტესტი და ყველა, იქნევა ეს სახელმწიფო სტრუქტურა, საჯარო მოხელე ცენტრალურ თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში, დასაქმებული პირი, პოლიტიკური პარტია, თუ საზოგადოებრივი მოძრაობა, ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე, ის თუ რა გვგონია და ვიმუშაოთ დემოკარტიის განვითარებითვის”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

წულუკიანი პოლიტიკურ პარტიებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს: “კერძოდ, ჩვენ და მე პირადად, როგორც თავმჯდომარე მოვუწოდებ ყველა საზოგადოებრივ მოძრობას, მათ შორის იმათ ვინ გუშინ აქტიურობდა, რომ თავი შეიკავიონ მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმ პარტიების შეკრებებზე დასწრებისგან, რომელთა მოსაზრებებიც მათთვის მისაღები არ არის. რადგან განსხვავებულ აზრს აქვს არსებობის უფლება.” 

 

წულუკიანის თქმით, რეკომენდაციები ეხება ასევე პარტიის აქტივისტებს:”პარტიებმა უზრუნველყონ შიდა პარტიული დისციპლინა. აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონტრაგიტაციისაგან და პლაკეტებზე პლაკატების გააკვრისგან.”  

 

“ყველა სამინისტრო, როემლმაც შარშან გამოსცა საკუთარი საჯარო მოხელეებისთვის ინსტრიქციები თუ რა არის აკრძლული და ნებადართული საჯარო მოხელეებისთვის მომავლი ორი თვის განმავლობაში. აგრეთვე გამოიცა რეკომებდაცია ინსტრუქციების სახით, რომელიც გაეგზავნება თვითმართველობის ორგანოებს და ყველა გამგებელს ყველა გამგეობის თანამშრომელს საკრებუოში. ყველას უნდა ესმოსდეს, რომ ეს არ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენ ამ არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ უფრო მაღალი სტანდარტი ვიდრე ეს იყი საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც თავისთავად იყო მაღალი სტანდარტის არჩვენები დამოუკიდებლობის შემდეგ” – განაცხადა წულუკიანმა.  

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია, სახელწოდებით – “გაჩერებული საქართველო”, რომელიც 10 აპრილს, ერთდროულად, 13.30 საათზე უნდა გამართულიყო თბილისში, ბათუმში, თელავში, წყალტუბოსა და ანაკლიაში ჩაიშალა, რადგან ადგილზე მისულ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს მოქალაქეები და “ოცნების” აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს. 

 

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ განცხადება გაავრცელა რომლითაც ემიჯნება 10 აპრილს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციების დროს განვითარებულმოვლენებს თბილისში, ბათუმში, ანაკლიაში, თელავსა და წყალტუბოში, როდესაც მათ ადგილზე დახვდნენ მოწინააღმდეგეები, მიაყენეს შეურაცხყოფა, ესროლეს კვერცხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი