ახალი ამბები

ფულის გასატანად მოვიდნენ და ჩვენ გვაბრალებენ, ფული რატომ გაგვატანეთო – ხაზარაძე ომეგაზე

3 ოქტომბერი, 2018 • 4459
ფულის გასატანად მოვიდნენ და ჩვენ გვაბრალებენ, ფული რატომ გაგვატანეთო – ხაზარაძე ომეგაზე

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ომეგა ჯგუფის წარმომადგენლებს ბრალდებებისთვის სასამართლოში უჩივლებენ. ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს განაცხადა.

“დაკითხვისთვის კი არ ვართ მზად, საკმაოდ სერიოზულად ვუჩივლებთ მაგ აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებებისთვის. მე ძალიან რბილი განცხადება გავაკეთე [გუშინ] და მინდა სერიოზულად გავაფრთხილო, რომ შეეშვან ამ  მიმართულებას და ბელეტრისტიკას. გუშინ გაკეთდა განცხადება ჩვენი მხრიდან და ყველაფერი აბსოლუტურად კანონის ფარგლებშია. გასაოცარია ის ფაქტი, რომ [კომპანიის] დირექტორები ფულის გასატანად მოვიდნენ და ჩვენ გვაბრალებენ, ფული რატომ გაგვატანეთო, ეგეთი აბსურდი მე არ გამიგია. თუ არ უნდოდათ ფულის გატანა, ნუ გაიტანდნენ ან ეთქვათ, რომ ნუ გაგვატანთო, ხელს ნუ მოაწერდნენ გატანის ქვითარს. ჯერ თქვეს, რომ 18:00 საათამდე მუშაობს ბანკიო, შემდეგ სხვა სისულელე. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ცრუ ტირაჟირებას ყველა შეეშვას. ლონდონის არბიტრაჟიც ვიცით, სასამართლოც ვიცით და მაგისთვის უკვე მზად ვართ  და პირდაპირ მინდა გადავცე, ვინც იქიდან ლაპარაკობს, რომ მასე დაამთავრებენ”, – თქვა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი