სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) აღნიშნული საკითხის შესწავლაში უკვე ჩართულია.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დღეს რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელიც 10 წუთის შემდეგ უკან გაფრინდა.
აღნიშნულ ფაქტს საქართველოს მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ:
“ჩვენ აუცილებლად შევისწავლით სად მოხდა, როგორ მოხდა და რა გარემოებებში მოხდა ეს ფაქტი და შესაბამისად ყველა საერთაშორისო რგანიზაცია იქნება ინფორმირებული. ისევე როგორც ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები. ასევე ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა დელეგაცია იქნება ინფორმირებილი” – განაცხადა საგერო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ხურჩაში მომხდარი ფაქტი აშკარაა პროვოკაციაა:
“ძალიან გამიჭირდება ახლა გიპასუხოთ რა ხდება საზღვარზე. აშკარა პროვოკაციაა ბუნებრივია. საქართველომ არ უნდა უპასუხოს აგრესიულად არა ისე როგორც რუსები თვლიან, არამედ როგორც საქართველოს შეესაბამება. ნებისმიერო საჰაერო დარღვეავაზე უნდა გიპასუხონ შესაბამისმა ორგანოებმა, ამ საკითხში მე არ ვარ კომპეტენტური.”
