ახალი ამბები

გახარია ივანიშვილისა და ოქუაშვილის შეხვედრას ადასტურებს

1 ოქტომბერი, 2018 • 4425
გახარია ივანიშვილისა და ოქუაშვილის შეხვედრას ადასტურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაზა ოქუაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს ნამდვილად შეხვდნენ, თუმცა უარყო “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელის მონათხრობი ზეწოლისა და ქრთამის შესახებ.

“თუ სერიოზულად ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთი მსახიობის თეატრი და ღიმილის მომგვრელია. თუ სერიოზულად არის საუბარი, ყველა კითხვას გავცემ პასუხს თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც”, – ამბობს შს მინისტრი.

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ივანიშვილსა და ოქუაშვილს შორის შეხვედრას თავადაც ესწრებოდა, როდესაც ბიზნესომბუდსმენი იყო. მისი თქმით, ამ შეხვედრის მიზანი ბიზნესისა და “იმ გაუბედურებული კომპანიის” [ომეგა ჯგუფი] ხელშეწყობა იყო, რომელმაც “ქართული ოცნების” პირობებში ამოისუნთქა.

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილი ქვეყნის ბიუჯეტში ბოლო ლარს გადაიხდის, სანამ დავალიანება ექნება.

  • დღეს, 1 ოქტომბერს, მმართველი პოლიტიკური გუნდის მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ოქუაშვილი ამ ნაბიჯით სააკაშვილსა და ენმ-ს შეეკრა.

ომეგა ჯგუფის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი სკანდალურ ინტერვიუში, რომელიც 30 სექტემბერს რუსთავი 2-ს მისცა, აცხადებს, რომ 4 მილიონის გადახდა მას პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.

ბიზნესმენი ინტერვიუში დეტალურად ყვება 4 მილიონის წართმევის ისტორიას:

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი