ახალი ამბები

ზაზა ოქუაშვილი სააკაშვილს შეეკრა – ქართული ოცნება

1 ოქტომბერი, 2018 • 2491
ზაზა ოქუაშვილი სააკაშვილს შეეკრა – ქართული ოცნება

“ქართული ოცნება” დღეს, 1 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს ეხმაურება. როგორც პარტიის განცხადებაშია განმარტებული, ამ ნაბიჯით ოქუაშვილი სააკაშვილს “შეეკრა”.

საუბარია ომეგა ჯგუფის” მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუზე, სადაც ის აცხადებს, რომ 4 მილიონის გადახდა მას პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა  და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.

“გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია “იბერიის” საქმე, რომელიც, რეალურად, სიგარეტის მწარმეობელ “ომეგა ჯგუფის” მიერ ინიცირებული და ნაციონალური მოძრაობის მიერ ატაცებული ბინძური კაპმანიაა. ამ კამპანიის ერთ-ერთი მიზანი სახელმწიფოს ანუ ხალხის კუთვნილი 50 მილიონის მითვისება, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა”, – ამბობს კახა კალაძე, რომელმაც “ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე პარტიის განცხადება წაიკითხა.

მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ “ომეგას” ბიზნესი სააკაშვილმა გაანადგურა და მისი დამფუძნებელი ქვეყნიდან განდევნა.

“ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდა მფლობელს და ეს ადამიანი დღეს თავის ყოფილ ჯალათს, სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერბით ცდილობს თავი აარიდოს ფულის გადახდას. ფარად კი ტელეკომპანია “იბერიას” იყენებს”, – წერია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, “უსუსური ე.წ. ფარული ჩანაწერებით”  “ქართულ ოცნებას” ბიზნესზე ზეწოლაში ის პოლიტიკური ძალა სდებს ბრალს, რომლის დროსაც ბიზნესის რეკეტი ყოველდღიური, ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

“სრული პასუხისმგებლობი ვაცხადებთ, არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემხვევა და, შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის მტკიცებულებას. ამის გათვალისიწნებით “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობა, განახორციელონ “ქართული ოცნების” დისკრეტიდაცია  – განწირულია”, – აცხადებს “ქართული ოცნება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი