ახალი ამბები

ძიუდოს განახლებულ რეიტინგებში გურამ თუშიშვილი პირველი ძიუდოისტია

29 სექტემბერი, 2018 • 2775
ძიუდოს განახლებულ რეიტინგებში გურამ თუშიშვილი პირველი ძიუდოისტია

ძიუდოში მსოფლიო ჩემპტიონატის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ძიუდოისტთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

კაც ძიუდოისტთა საერთო ათეულში შორის პირველ ადგილს იკავებს ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი. მას 7202 ქულა აქვს. თუშიშვილმა 26 სექტემბერს მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა. ბაქოში გამართული ჩემპიონატის ფინალში მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე ათეულში მე-4 ადგილს იკავებს ვარლამ ლიპარტელიანი 6386 ქულით.

60კგ წონით კატეგორიაში მეოთხე ადგილს იკავებს ამირან პაპინაშვილი.

66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა თავდათუაშვილი მე-7 ადგილზეა.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი მე-3 ადგილზე ჩამოქვეითდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი