ახალი ამბები

უგულავას თქმით, ბოკერია პროკურატურამ თათუხაშვილის და წიკლაურის საქმეების გადასაფარად დაიბარა

4 აპრილი, 2014 • • 1467
უგულავას თქმით, ბოკერია პროკურატურამ თათუხაშვილის და წიკლაურის საქმეების გადასაფარად დაიბარა

პროკურატურის შენობასთან იმყოფებიან დეპუტატები – გიგი წერეთელი, გოგა ხაჩიძე, კახეთის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თამარ კინწურაშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, გიგა ბოკერიას ცოლი თამარ ჩერგოლეიშვილი და სხვები.

 

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ დღეს დაბარება უკავშირდება იმ სრულ ფიასკოს, რაც ხელისუფლებამ განიცადა. სახეზე გვაქვს მძიმე ფაქტები: პროკურატურის აღვირახსნილი ქმედებების შედეგად გარდაიცვალა ადამიანი, ნუგზარ წიკლაურზე მოწყობილი თავდასხმა სამართალდამცველების მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, ღიმილის მომგვრელია პროკურატურის მიერ დადებული ფაქტები და პირდაპირ ფალსიფიკაცია შეიძლება ეწოდოს. დღეს გიგას დაბარება ამ ფაქტების გადაფარვას ემსახურება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.


პროკურატურის ცნობით, საქმე, რომლის გარშემოც დღეს გიგა ბოკერია დაიკითხება, ეხება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მისი მუშაობის პერიოდში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ “განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი