შალვა თათუხაშვლს ალტერნატიული ექსპერტიზა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ჩაუტარა. ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, თათუხაშვილის გვამს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა: 

“წარმოგიდგენთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებებზე. შალვა თათუხაშვიულის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჭდევების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის  არაერთჯერეადი მოქმედებით. მკვრივ, ბლაგვ საგანს წარმოადგენს მკვრივი კონსისტენციის და ბლაგვი ზედაპირის მქონე ნებისმიერი საგანი, როგორიც შესაძლებელია იყოს ადამინის მუშტი, ხელკეტი და სხვა. თუ რით არის აღნიშნული დაზიანებები გამოწვეული, დასადგენია გამოძიების მიერ. აქვე მითითებულია, რომ  გვამის დათვალიერების ოქმში გამომძებელის მიერ რომელიც არის შედგენილი, არასრულყოფილად არის აღწერილი ის დამატებითი დაზიანებები, რომელიც ვიზუალური მონაცემებით გვამს აღენიშნება” –განაცხადა ადვოკატმა. 

 

ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, მას გარდაცვალების მიზეზე შეკითხვა არ დაუსვამს: “ეს შეკითხვა არ დამისვამს და არც მჭირდება. იმიტომ, რომ  გარდაცვალების მიზეზი არის სავარაუდოდ უეცარი სიკვდილი. შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა საკუთარ სახლში უეცრად, ძილში. მაგრამ მე რაც დავნიშნე, ეს იყო იმ აჟიოტაჟზე პასუხი, რომ თითქოს  დაცვის მხარეს არ აქვს მტკიცებულება და დაცვის მხარემ არ ჩაატარა ალტერნატიული ექსპერტიზა. ჩვენი ინტერესის სფერო იყო დაზიანებების ლოკალიზაცია, დაზიანებების ხანდაზმულობა. შესაბამისად, ხანდაზმულობაც მოცემულია. მე მინდა გითხრათ, აი, ეს დავამატოთ, რომ ხანდაზმულობა არის არანაკლებ 5–7 დღისა.”  

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მიიღო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურატურაში იგეგმება ბრიფინგი. 

 

შალვა თათუხაშვილი იყო მომწე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში დათა ახალაიას, ლევან ქარდასავა და შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხირდან ძალის გადამეტების ფატქზე. 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკვდა სამი ახალგაზრდა: მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე.

 

შალვა თათუხაშვილი 24 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა. 

     

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *