ახალი ამბები

ველოდები პრეზიდენტის პერსონალურ გადაწყვეტილებას შეწყალებაზე – თორნიკე მამალაძე

27 სექტემბერი, 2018 • 1207
ველოდები პრეზიდენტის პერსონალურ გადაწყვეტილებას შეწყალებაზე – თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე შეწყალების კომისიის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. თორნიკე მამალაძე იმედს იტოვებს, რომ გიორგი მარგველაშვილი მისი ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

“მოვისმინე კომისიის განცხადება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თეთრი ძაფით ნაკერ საქმეზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს, თუმცა მე ჯერ არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით. ველოდები პრეზიდენტის პერსონალურ გადაწყვეტილებას კომისიისგან დამოუკიდებლად. იმედი მაქვს, საპრეზიდენტო მოღვაწეობის მიწურულს საქართველოს მოქალაქეებს გაუჩენს განცდას, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთი ინსტიტუცია მაინც არსებობს, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას უფლებას, დაჩაგროს და გაანადგუროს უდანაშაულო ადამიანი”, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

ამავე თემაზე გირჩევთ

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი