კომიტეტის სხდომა დაწყებიდან ბოლო წუთამდე ხმაურის და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო:
“თქვენ არ გაინტერესებთ ეს საქმე და არც კომიტეტის აძლევთ საშუალებას, რომ იმუშაოს. ვისაც აინტერესებს, შემდეგ შევიკრიბებით და გავაგრძელებთ განხილვას. დღეს ამით ვასრულებ სხდომას. კომიტეტი მოგვიანებით გამოაცხადებს, როდის განახლდება სხდომა. თქვენი ბრალია, რომ სხდომას ვერ ვატარებთ,”- მიმართა უმცირესობას ეკა ბესელიამ.
თავის მხრივ ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა გამოაქვეყნებს ყველა იმ კითხვას, რომლებზეც პასუხი ვერ მიიღო.








