როგორც სხდომის დაწყებისას ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, მართალია პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი განაცხადა, მაგრამ  უფლებათა კომიტეტს შანსი ჰქონდა გამოძიების იმიტაცია შეექმნა:

 

“ჩვენ ვხედავთ, რომ სხდომაზე მხოლოდ ერთი მხარეა წარმოდგენილი. ესენი არიან პროკურატურის თანამშრომლები. რატომ არ მოიწვიეთ დაზარალებულის ოჯახის წევრები, მისი ადვოკატები და რა გახდა თქვენი მოტივაცია იმისა, რომ ცალმხრივად წარიმართოს დღევანდელი სხდომა”,-აღნიშნა თაქთაქიშვილმა.

 

თავის მხრივ, ეკა ბესელიამ უმცირესობას ბრალი დასდო იმაში, რომ საქმის განხილვა არ აინტერესებთ:

 

“თუ ნაკლებად შემიშლით ხელს, კითხვების დასმის დრო გექნებათ. მანდატურს ვთხოვ, ყველა ვინც წესრიგს, გთხოვთ დაატოვებინოთ დარბაზი.”

 

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის თქმით, თათუხაშვილი ხელგადახვევული მოძრაობდა იმ გამომძიებლებთან ერთად, რომლებსაც ვიღაცები წამებაში ადანაშაულებენ:

“პროკურატურამ გუშინ გამოაქვეყნა შიდა კადრები, სადაც ჩანს შალვა თათუხაშვილის გადაადგიელბა სენობის დერეფნებში, კაბინეტებში და შესვლა და გამოსვლა. აქ აშკარად ჩანს, რომ მის მიმართ უკანონო მოქმედებები არ ხორციელდებოდა, რადგან ეს პიროვნება გამომძიებლებთან ერთად, რომლებსაც ზოგიერთი პიროვნებები წამებაში ადანაშაულებენ, ხელიხელგადახვეუელბი გამოდიან.”

 

მისივე თქმით, 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *