ახალი ამბები

“ეს შენ გეხება” – აქცია პარლამენტთან

3 აპრილი, 2014 •
“ეს შენ გეხება” – აქცია პარლამენტთან

“საიას” ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ჭიქაბერიძის განცხადებით, კანონპროექტის მიღება, რომელზეც პარლამენტი ახლა მუშაობს, “ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს” უკანონოდ მოსმენებს.

 

” სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებს პარლამენტს, დროულად დაამტკიცოს კანონპროექტები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს უკანონო მოსმენებს და გაზრდის სასამართლო და ეფექტური კონტროლის მექანიზმებს. დღევანდელი კანონმდებლობა არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. უნდა განადგურდეს ის მასალები, რომელიც პირად ცხოვრებას ეხება, თუ ის არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულთან”,- განაცხადა გიორგი ჭიქაბერიძემ. 

 

“იდენტობის” წარმომადგენლის, ნინო ბოლქვაძის თქმით, დღევანდელი აქციით ისინი ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან.

 

“ჩვენ ვეხმარებით ხელისუფლებას, რომ კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ჩვენი კანონმდებლობა უფრო მეტად იქნება მისადაგებული საერთაშორისო სტანდარტებთან”.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე ამბობს, მოქალაეების მიერ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად უკვე დარეგისტრირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი