ახალი ამბები

მარიამ ჯაში სალომე სამადაშვილისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს

25 სექტემბერი, 2018 • 3008
მარიამ ჯაში სალომე სამადაშვილისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს

დეპუტატმა მარიამ ჯაშმა შესაძლოა პარლამენტის წევრს ენმ-დან სალომე სამადაშვილს სასამრთლოში უჩივლოს. ამის შესახებ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ მთავარი ბრალდება, რომელიც ეხებოდა ჩემი ოჯახის მფლობელობაში მყოფ უნივერიტეტებს, ეს არის ცილისწამება. ამაზე მე რეაგირებას ვაპირებ. რეაგირების ფორმაზე გადაწყვეტილებას ჩემს გუნდთან ერთად მივიღებ. კონკრეტულად ქალბატონ სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტში ღიად საუბრობდა ცილისწამებაზე, ამას რეაგირების გარეშე ნამდვილად არ დავტოვებ”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაში ლობირებს კანონპროექტს, რათა მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფმა უნივერსიტეტმა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი, – IPN-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომაზე იბარებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს.


რატომ დაურეკა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ავტორიზაციის ექსპერტს ახლობლის სასწავლებლის გამო და რისთვის სურს სასწავლებლების ნაწილისთვის ავტორიზაციის გახანგრძლივება? “ნეტგაზეთისთვის” ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით 2017 წლის დეკემბერში დეპუტატმა დაურეკა ავტორიზაციის ექსპერტ ლიკა ღლონტს.

რატომ სურს დეპუტატ ჯაშს სასწავლებელთა ნაწილისთვის ავტორიზაციის გახანგრძლივება

მასალების გადაბეჭდვის წესი