პანკისში დღეს 22 სექტემბერს “პანკისობა 2018” უნდა გამართულიყო, თუმცა, მოსახლეობის პროტესის ფონზე ღონისძიება ჩაიშალა. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.
Reginfo-ს ინფორმაციით, ღონისძიებას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დილიდან აპროტესტებდა.
„იმ სცენაზე თუ ვინმე ავა, პირველი ავალ მე, მედიკო მარგოშვილი. ხელს შევუშლი, ჩემი შვილის საფლავთან ამათ არ ვაცეკვებ. ორ ნაბიჯში თემირლანის საფლავია. გვილხინს?! ამათი ცეკვისა და ტაშ-ფანდურის გული გვაქვს?!“, – განუცხადა მაჩალიკაშვილის დედამ პანკისის სათემო რადიოს.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა პროტესტი “დიდების მემორიალის” შესასვლელთან დაიწყო. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო. მემორიალის შესასვლელთან იდგა მოკლულის მამა, თემირლან მაჩალიკაშვილიც, რომელმაც ჟურნალისტთან საუბარში განმარტა, რომ ღონისძიების ჩატარებას ადგილობრივ თვითმმართველობას “არ აღირსებს”.