ახალი ამბები

მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება

1 აპრილი, 2014 • • 1014
მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუშინ დაასრულა მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელსაც თბილისის მეტროპოლიტენსა და ესპანურ კომპანია „ევროსტუდიოსთან“ აწარმოებდა.

 

მოლაპარაკებების დასრულებისა და პროექტის ირგვლივ შეთანხმება აზიის განვითარების ბანკთან შედგა. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას სწორედ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

 

მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს  აძლევს შესაძლებლობას მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადოს. თბილისის ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი