ახალი ამბები

ხორავას საქმეზე “ოცნების” დასკვნის განხილვა “ევროპული საქართველოს” წევრებმა დატოვეს

21 სექტემბერი, 2018 • 1665
ხორავას საქმეზე “ოცნების” დასკვნის განხილვა “ევროპული საქართველოს” წევრებმა დატოვეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ალტერნატიული დასკვნის განხილვა “ევროპული საქართველოს” წევრებმა დატოვეს. ალტერნატიული დასკვნა კომისიაში შემავალმა “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოამზადეს.

“ქართულმა ოცნებამ” ალტერნატიული დასკვნა მას შემდეგ მოამზადა, რაც ოპოზიციის მიერ მომზადებული 67-გვერდიანი დასკვნა გააკრიტიკა და მიკერძოუბულად შეაფასა. “ოცნების” ვარიანტი გააკრიტიკა როგორც საპარლამენტო უმცირესობამ, ასევე, მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

“ქართული ოცნების” დასკვნა საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომაზე ვერ დამტკიცდა. მან სულ 4 ხმა მიიღო, კომისიის 9 წევრი კი წინააღმდეგ წავიდა. ხმათა უმრავლესობით(9 ხმით) დამტკიცდა ოპოზიციის დასკვნა.

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

ვრცლად ხორავას ქუჩის საქმეზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ამავე თემაზე:

რა წერია ხორავას საქმეზე “ქართული ოცნების” დასკვნაში, რომელსაც ზაზა სარალიძე აკრიტიკებს

მასალების გადაბეჭდვის წესი