ახალი ამბები

Cathay Pacific-ის თვითმფრინავზე დაწერილ ავიაკომპანიის სახელში ერთი ასო გამორჩათ

20 სექტემბერი, 2018 • 1879
Cathay Pacific-ის თვითმფრინავზე დაწერილ ავიაკომპანიის სახელში ერთი ასო გამორჩათ

სტატიის წერისას ტექსტში ან სათაურში ერთი ასოს გამორჩენა ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული შეცდომაა, რადგან ვისაც არ ეზარება, ყველა ამაზე მიგითითებს. შენც სიმწრით იხდი ბოდიშს, შემდეგ მადლობას ეუბნები,  ბოლოს კი შეცდომას მარტივად, წამებში ასწორებ. თუმცა მსგავსი შეცდომა არც ისე მარტივი გამოსასწორებელია, როდესაც საქმე ეხება უზარმაზარი თვითმფრინავის, Boeing 777-ის გარე ზედაპირზე დაწერილ ავიაკომპანიის სახელში ასოს გამორჩენას. სწორედ მსგავსი შეცდომა მოუვიდა ავიაკომპანია Cathay Pacific-ს, რომლის თვითმფრინავსაც Cathay Paciic დააწერეს.

ავიაკომპანიამ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს “სპეციალური წარწერა” თვითმფრინავზე დიდხანს არ იქნება და შეცდომას მალე გამოასწორებენ.

თვითმფრინავზე გამორჩენილი “F” იმ დროს შეამჩნიეს, როდესაც  ჩინეთიდან ჰონკონგში ჩაფრინდა. ფოტოებმა დაუყონებლოვ მოიცვა სხვადასხვა სოციალური ქსელი, განსაკუთრებით კი აზიელ მომხმარებელებში უკვე მეორე დღეა ხუმრობის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი