ნეტგაზეთი | შსს ქუთაისის საკრებულოში ჩხუბს ძალადობის მუხლით იძიებს შსს ქუთაისის საკრებულოში ჩხუბს ძალადობის მუხლით იძიებს – Netgazeti
RU | GE  

შსს ქუთაისის საკრებულოში ჩხუბს ძალადობის მუხლით იძიებს

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, 19 სექტემბერს ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ჩხუბის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტომ, Imereti.news-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც “სისხლიანი გარჩევა” მოჰყვა.

IPN-ის ინფორმაციით, “ოცნების” დეპუტატები, ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე, თავს დაესხნენ გია უკლებას და გიგა შუშანიას, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არიან.

მათივე ცნობით, დაპირისპირება უკავშირდება მერიის მიერ დაშვებულ შეცდომას — გუშინ მათ არაზუსტად დაასახელეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი სკვერი. სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, მერიამ და უშუალოდ მერმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ნიკო ნიკოლაძის სკვერში დაამონტაჟეს განათებები, ამის გამო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიას საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს, წერს “ინტერპრესნიუსი“.

გარეკანის ფოტოზე [მარცხნივ]: გია უკლება, ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელი დღევანდელი ჩხუბის შემდეგ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com