ახალი ამბები

თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნებში დავით კინწურაშვილმა გაიმარჯვა

29 მარტი, 2014 • • 1320
თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნებში დავით კინწურაშვილმა გაიმარჯვა

28 მარტს არჩევნების მეორე ტური გაიამრთა, რომელშიც  ორი კანდიდატი- დავით კინწურაშვილი და მზია ნიორაძე მონაწილეობდნენ. 


მეორე ტურის შედეგების მიხედვით,  დავით კინწურაშვილიმა  305 ამომრჩევლიდან 218 ხმა მიიღო. 


შეგახსენებთ, რომ ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 9 კანდიდატი: გიორგი ბაბუაძე, დავით გველესიანი, თეიმურაზ გუგუშვილი, დავით კინწურაშვილი, რევაზ ლაგვილავა, დავით მუქერია, მზია ნიორაძე, გიორგი ჟორდანია, რევაზ ჭეიშვილი.

 

20 – 22 მარტს კანდიდატები თეატრის განვითარების შესახებ საკუთარი კონცეფციით წარსდგნენ თეატრის კოლექტივის წინაშე.

 

კონკურსს საკუთარი ნებასურვილით გამოეთიშა გიორგი ჟორდანია, რომელმაც 22 მარტს მოხსნა თავისი კანდიდატურა. საქართველოში არყოფნის გამო შემოქმედებითი კოლექტივის წინაშე ვერ წარსდგა გიორგი ბაბუაძე, შესაბამისად, მისი კანდიდატურაც გამოეთიშა კონკურსს.

 

24 მარტს  გამართულ სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნების მიხედვით,  საჭირო ხმათა რაოდენობა ( 50% +1 ხმა) ვერ მიიღო ვერც ერთმა კანდიდატმა. შესაბამისად, დადგა მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა, რომელშიც დავით კინწურაშვილმა გაიმარჯვა.

 

არჩევნებზე, თეატრის ადმინისტრაციის თხოვნით, დამკვირვებლის სტატუსით მოწვეული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლები.

 

თბილისის ოპერის თეატრში არჩევნები სამხატვრო ხელმძღვანელის ასარჩევად პირველად  გაიმართა. არჩევნების დანიშვნამდე ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების დიდი ნაწილი თეატრის სამხატვრო ხემძღვანელ გიორგი ჟორდანიას დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ჟორდანიამ თანანდებობა 2014 წლის 14 იანვარს დატოვა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას არჩევნებამდე რევაზ ჭეიშვილი ასრულებდა. 

 

ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი და სამხატვრო ადმინისტრაცია, სულ 369 ადამიანი.

 

დავით კინწურაშვილის კანდიდატურა წარედგინება საქართველოს კულტურისა ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი