ნეტგაზეთი | მურთაზ კიკორია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობასა და საბჭოს წევრობას ტოვებს მურთაზ კიკორია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობასა და საბჭოს წევრობას ტოვებს – Netgazeti
RU | GE  

მურთაზ კიკორია ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობასა და საბჭოს წევრობას ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი თანამდებობასა და საბჭოს წევრობას ტოვებს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.

კიკორიას განცხადება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის დატოვების შესახებ პარლამენტის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია და 14 სქტემბრით თარიღდება. ნეტგაზეთის კითხვაზე, რის გამო მიიღო მან აღნიშნული გადაწყვეტილება, მიზეზებს არ აკონკრეტებენ და განმარტავენ, რომ ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა განცხადება საკუთარი სურვილის საფუძველზე დაწერა.

ბანკში ასევე განმარტავენ, რომ საბჭოს წევრობის დატოვება ვიცეპრეზიდენტობის თანამდებობიდან წასვლას ავტომატურად გულისხმობს.

მურთაზ კიკორია პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბჭოს წევრობის კანდიდატად 2016 წლის ნოემბერში წარადგინა.  მანამდე “საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, უფრო ადრე კი “საქართველოს ბანკის” ფინანსური დირექტორის პოზიცია ეკავა.

გარეკანი ფოტო:  “კომერსანტი”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან