ახალი ამბები

სწავლა დათუნას გარეშე დაიწყო! – სარალიძის მხარდამჭერების მსვლელობა 51-ე სკოლისკენ

17 სექტემბერი, 2018 • 2096
სწავლა დათუნას გარეშე დაიწყო! – სარალიძის მხარდამჭერების მსვლელობა 51-ე სკოლისკენ

თბილისის 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლის, დავით სარალიძის მამის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირიდან 51-ე სკოლის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.

“სწავლა მოკლული ბავშვების გარეშე დაიწყო!” – ტრანსპარანტებზე სწორედ ამ შინაარსის წარწერები აქვთ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს. ისინი ამბობენ, რომ ამ სიმბოლური მსვლელობით აპროტესტებენ დავით სარალიძის მკვლელების დაუსჯელობას.

51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი თანატოლებთან ჩხუბის დროს, 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლეს. სასამართლომ ამ დრომდე მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკველობაში ბრალდებული გაამტყუნა. რაც შეეხება სარალიძის მკვლელს, ის ამ დრომდე არ არის დადგენილი. სარალიძის მამა უკვე რამდენიმე თვეა, შვილის მკვლელეის დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი