ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთის ნაკრები საბერძნეთთან მატჩის ბოლო წამზე დამარცხდა

16 სექტემბერი, 2018 • 3364
საქართველოს კალათბურთის ნაკრები საბერძნეთთან მატჩის ბოლო წამზე დამარცხდა

დღეს, 16 სექტემბერს, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა, ანგარიშით 85:86.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით უსწრებდა მეტოქეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ბერძნებმა ბურთის ჩაჭრა და შეხვედრის დასრულებამდე 0.1 წამით ადრე გამარჯვების მომტანი 2-ქულიანის ჩაგდება შეძლეს.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირვე მატჩში, საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივში ისრაელი დაამარცხა. შედეგად, ილიას ზუროსის ნაკრებს ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს ამ დროისთვის.

საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში გასამართ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ექვსიდან მინიმუმ ხუთი მატჩი უნდა მოიგოს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში არიან ისრაელი, საბერძნეთი, გერმანია და სერბეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი