ახალი ამბები

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

13 სექტემბერი, 2018 • 4101
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 85:80 დაამარცხა.

ილიას ზუროსის გუნდმა გამარჯვება გასვლით შეხვედრაში მოიპოვა, რომელიც “მენორა მივტახიმის” არენაზე გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა  ჩინეთში გასამართ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ექვსიდან  მინიმუმ ხუთი მატჩი უნდა მოიგოს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში არიან ისრაელი, საბერძნეთი, გერმანია და სერბეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი