ახალი ამბები

მერია 172 000-იან ტენდერს აცხადებს ღამის ეკონომიკის ბაზრის საკვლევად

15 სექტემბერი, 2018 • 11040
მერია 172 000-იან ტენდერს აცხადებს ღამის ეკონომიკის ბაზრის საკვლევად

თბილისის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რათა შეისყიდოს მომსახურება — “ღამის ეკონომიკის” საბაზრო და ეკონომიკური კვლევა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 172 616 ლარია. პრეტენდენტმა კომპანიამ მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა მოასწროს.

ტენდერის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “რადიო თავისუფლებამგაავრცელა.

სატენდერო წინადადებები მიიღება 22-25 სექტემბერს. 

“თბილისის “ღამის ეკონომიკის” ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია მოკლე ვადებში განისაზღვროს კვლევებზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა”, — წერია ტენდერის დოკუმენტაციაში.

დოკუმენტაციაში “ღამის ეკონომიკა” განმარტებულია, როგორც “ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილის 8:00 საათამდე გრძელდება”. იქვე ნათქვამია, რომ “ღამის ეკონომიკას მნიშნველოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის ზრდაში და დღის მანძილზე მიმდინარე სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული”.

ასეთი კვლევის ჩატარების ინიციატივა ქალაქის მერმა კახა კალაძემ აპრილში გამოთქვა.

ორი თვით ადრე, 2018 წლის მარტში, კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე დანიშნა — ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და მენეჯერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი