ახალი ამბები

ღამის ეკონომიკის გუნდმა აქციების სოლიდარობის ნიშნად კალენდრის გამოქვეყნება გადაიფიქრა

22 ივნისი, 2019 • 1344
ღამის ეკონომიკის გუნდმა აქციების სოლიდარობის ნიშნად კალენდრის გამოქვეყნება გადაიფიქრა

თბილისის მერიის “ღამის ეკონომიკის” გუნდი უერთდება სხვადასხვა დაწესებულების გადაწყვეტილებას თბილისში მიმდინარე აქციების სოლიდარობასთან დაკაშვირებით.

“ღამის ეკონომიკის გუნდი უერთდება სხვადასხვა დაწესებულებების გადაწყვეტილებას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ღონისძიებების გაუქმებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ღამის ეკონომიკის ყოველკვირეული ივენთების კალენდარი არ გამოქვეყნდება. #არაოკუპაციას” – აღნიშნული განცხადება “ღამის ეკონომიკის” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

მანამდე, თბილისის კლუბებმა – ბასიანმა, გალერიმ და ხიდმა – განაცხადეს, რომ თბილისში მიმდინარე აქციების გამო აუქმებენ დაგეგმილ ღონისძიებებს და მოქალაქეებს გარეთ გასვლისკენ მოუწოდებენ.

“საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან”, – აცხადებს კლუბი ბასიანი.

ღამის ეკონომიკის პროექტს თბილისის მერიაში მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე ხელმძღვანელობს.


“ყველანი გარეთ” – ბასიანი, ხიდი და გალერი ღონისძიებებს აუქმებენ და აქციას უერთდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი